სხვა დიეტა

წინა პოსტში ბევრი ვწერე გრძელვადიან დიეტებზე სადაც ნელ-ნელა იკლებ ცოტას, ხოდა მეც აღმოვაჩინე დიეტა სადაც 14 დღეში იკლებ 5 კილოს, მაგრამ ეს არ არის შიმშილობა, ამიტომ მომწონს ეს დიეტა,მაინც ვერ მოვითმინე და ვერ დაველოდე 3 თვე. რომ 18 საათიანი დიეტით ნელა დამეკლო, მაგრამ ეს დიეტა თუ ბოლომდე მივიყვანე, იმას ისედაც გავაგრძელებ, სხვა რომ არაფერი შესანარჩუნებლად მაინც 🙂 ეხლა კი განახებთ ჩემ დიეტას:

1 დღე – 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.

დღეს პირველი დღე მაქვს, ხოდა წავედი მწვანე ჩაი უნდა მივირთვა 🙂

18 საათიანი დიეტა

ვაიმე როგორ მომენატრა ჩემი ბლოგიი ^^ და აქ წერა 🙂 დიდი ხანია ცივილიაზაციას მოვწყდი და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის კომპიუტერი სანუკვარ ოცებად იქცა 😀 ხოდა ჩამოვედი, როგორც იქნა ცივილიზებულ ბათუმში და მეღირსა ინტერნეტიც და კომპიუტერიც 😀 სანამ ბლოგს “დავტოვებდი” 73 კილო ვიყავი, ერთხელ მაგრად ავუშვი და უცებ +3 კილო, გავგიჟდი, დააკლება მინდოდა და 3 კილო მოვიმატე, ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ იმ დღიდან დავიწყე დიეტები, აი რასაცქვია ვშიმშილობდი, დღეში 3 ვაშლი, ხანდახან ისისც არა, ხოდა ასე დავიკელი 5 კილო, მთელი კვირები ვიტანჯებოდი ამ 5 კილოსთვის ანუ გავხდი 68 კილო, მაგრამ დიეტის დასრულების შემდეგ 3 დღეში 2 კილო მოვიმატე, არაფერი არ შემეტყო ფიზიკურად, მაგრამ +2 კილო გავხდი ანუ 70 კილო, ეხლაც ამ წონზე ვარ.

დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების შემხვევაში ორგანიზმი დაცულია ე.წ. შლაკების, ქოლესტერინის თუ სახვა მავნე ნივთეერებების და ზედმტი წინის დაგროვებისგან. ასე, რომ იკვებეთ სწორად და ნურც ზედმეტი კვებით და ნურც შიმშილობით ზიანს ნუ მიაყენებთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.

18 საათიანი დიეტა, სულაც არ არიის შიმშილი, პირიქით მიირთმევ სასურველ საკვებს, არ ხარ მშიერი, თავს შეუძლოდ არ გრძნობ და რაც მთავარია დაკლებული კილოგრამები უკან არ გიბრუნდება.

“18 საათიანი შიმშილის დიეტა” ნიშნავს, რომ არ უნდა მიიღოთ არანაირი საკვები 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში, მაგალითად 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დარანჩენ მონაკვეთში, მხოლოდ წყალი, შუალედს მნიშვნელობა არ აქვს, შეგძლიათ შეარჩიოთ ისე როგორც თქვენს დღის განრიგს შეესაბამება, რამდენიც არ უნდა იყოს თქვენი წონა და რაც არუნდა ძნელად იკლებდეთ 3 თვის გამავლობაში აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი, რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს  🙂

ასე, რომ ვისაც უკვე ჩემსავით მოგბეზრდათ შიმშილი და მოკლე დროში დაკლებული კილოგრამების მალევე ანაზღაურება, შემომიერთდით და ერთად დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები 

წარმატებები ყველას! 🙂

ზაფხულის გეგმები

დადგა სანატრელი ზაფხულიც 😀 და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მეც დანაპირებს ვასრულებ 😀 რაც სკოლა დამთავრდა ანუ 15 ივნისის მერე დავიწყე ვარეჯიშების კეთება, ყოველს დილას ვვარჯიშობ ველოსიპედით საათნახევარი, ხანდახან საღამოსაც გავდივარ 🙂 და 6 საათის მერე არ ვჭამ, როგორც ვიცი ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ გადავწყვიტე ამ ყველაფერთან ერთად დავიცვა რამე დიეტა, მაგალითად კოკტეილის დიეტა, ადრე რომ ვაკეთებდი ან რამე მისი მსგავსი მაგალითად ერთი ვიცი, წინა პოსტში რომ დავწერე ჩემი ნაცნობი აკეთებსთქო

ე.ი საღამოს 800 გრამ წყალში უნდა მოხარშო ჰერკულესი (ზუსად არ მახსოვს რამდენი) და დილას ეს ნახარში უნდა დალიო, ვიცი შედეგები აქვს, მაგრამ მგონია, რომ საშინელი გემო ექნება.

ეხლა ჩვეულებრივად ვაპირებ გაგრძელებას, ივლისის თვიდან კი რომელიმე დიეტას დავიწყებ 🙂

:(((((((((((((((

საშინელი ადამიანი ვარ (( დიეტა დავარღვიე, ჩემი დის დაბდღე იყო და დავარღვიეე (( თან ყველაფერს მე ვაკეთებდი (საჭმლებს) ხოოდა შემომერღვა :@ აუ რა საშინელებაა (( მაგრამ სავარაუდოდ საფხულამდე არანაირი დიეტის დაწყებას არ ვაპირებ, უბრალოდ ეხლა ჩემი ახლო მეგობარი აკეთებს რაღაც კოკტეილის მსგავს დიეტას, მაგრამ ბევრად მარტივს, ხოდა მეც მინდა გავაკეთო

ეხლა ზუსტად არ მაზხსოვ როგორრაა და მერე კომენტარებში დავწერ ))

…….

მოკლედ ხვალიდან ვიწყებ ისევ იმ 7 დღიან დიეტას, წესით 7 კილომდე უნდა დავიკლო, ხვალ 5 ცალი მოხარშული კარტოფილი და ერთი დიდი მაწონი უნდა ვჭამო :)) რთული ნამდვილად არ არის, პირიქით დარწმუნებული ვარ არც მომშივდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მთავარია ფსიქოლოგიურად იყო მზად ))

 

არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ))

კოკტეილის დიეტას თავს დავანებებ 🙂 რადგან 71 კილოზე გაიყინა ჩემი წონდა ((  ახალი დიეტა უნდა დავიწყო, ჯერ არ ვიცი რომელს დავიწყებ, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი 2 კვირაზე დიდხანს არ გასტანს ჩემი დიეტა )) ანუ ხანგრძლივი დიეტა არ მინდა ))

ვაიმე როგორ მინდა 10 კილო დავიკლო ((

აი პირობას ვდებ, რომ მე 10 კილოს დავიკლებ 😀

ეხლა დიეტას შევარჩევ და ორშაბათიდან დავიწყებ, ხო კიდე საერთოდ თუ ვინმე კითხულობს ამ ბლოგს 😀 იქნებ მირჩიოთ რამე დიტა ^^

Image

კიდევ 1 ჩვეულებრივი დღე იყო )) არაფრით განსაკუთრებული )) ხოო ახალი ამბავი მაქ )) ორშაბათიდან ახალ დიეტას ვიწყებ :))) ასე რომ არ ვჩერდებით 😀

მესამე დღე (1)

Imageეხლა დილის 8 საათია და დღეს კოკტეილის დღე მაქვს, ამჯერადაც ზუსტად ვაპირებ დავიცვა, მაგრამ რატომღაც პირველი დღის მერე საერთოდ 1 გრამიც არ მომიკლია (( იმედია ასე ერთ ადგილას არ გაჩერდება წონა ))

მეორე დღე

დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, არაფერი მიჭამია საერთოდ, კოკტეილიც ბოლომდე დავლიე 🙂 შიმშილის გრძნობაც არ მაწუხებს, უბრალოდ დღის ბოლოს თავი ამტკივდა ცოტა, ისევე როგორც პირველ დღეს, მაგრამ არაუშავს ნელნელა შევეჩვევი 🙂 ვვარჯიშობ კიდეც, დღეს ნახევარი საათი ვივარჯიშე, აწი უფრო მოვუმატებ დროს… იმედია ყველაფერი შედეგს გამოიტანს 🙂 ხვალ 6-ის მერე არ შევჭამ და გეგმაშ მაქ პური საერთოდ არ ვჭამო 🙂

მეორე დღე

გუშინ საშინელი დღე მქონდა, კოკტეილის დღე და ნაშუადღევს შემომერღვა 😦 ბერვი არაფერი მიჭამია, მაგრამ ამინც დავარღვიე 😦 მიუხედავდა ყველაფრისა 1.5 კილო დავიკელი. ძალიან მაგარაი დიეტაა, თუ ასე გავარგრძელე მგონი სასურველ შედეგამდე მივალ, სიმაღლეში 1.68 ვყოფილვარ 🙂 მე კიდე უფრო ნაკლები მეგონა 🙂  ხვალ ისევ ჩვეულებრივად ვაგრძელებ კოკტეილის დღეს, იმედია მეტი აღარ შემომერღვება 🙂 არადა პირველ დღეს რამხელა ცდუნებებს გავუძელი… 😦 დაქალთან ვიყავი დაბადების დღეზე და ლუკმა არ მიჭამია 😀 მოკლედ ხვალიდან ჩვეულებრივ ვაგრძელებ, დღეს 6 ის მერე არ შევჭამ და ვივარჯიშებ ბეევრს 🙂 საზაფხულოდ ფორმაში უნდა ვიყო 🙂