18 საათიანი დიეტა

ვაიმე როგორ მომენატრა ჩემი ბლოგიი ^^ და აქ წერა🙂 დიდი ხანია ცივილიაზაციას მოვწყდი და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის კომპიუტერი სანუკვარ ოცებად იქცა😀 ხოდა ჩამოვედი, როგორც იქნა ცივილიზებულ ბათუმში და მეღირსა ინტერნეტიც და კომპიუტერიც😀 სანამ ბლოგს “დავტოვებდი” 73 კილო ვიყავი, ერთხელ მაგრად ავუშვი და უცებ +3 კილო, გავგიჟდი, დააკლება მინდოდა და 3 კილო მოვიმატე, ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ იმ დღიდან დავიწყე დიეტები, აი რასაცქვია ვშიმშილობდი, დღეში 3 ვაშლი, ხანდახან ისისც არა, ხოდა ასე დავიკელი 5 კილო, მთელი კვირები ვიტანჯებოდი ამ 5 კილოსთვის ანუ გავხდი 68 კილო, მაგრამ დიეტის დასრულების შემდეგ 3 დღეში 2 კილო მოვიმატე, არაფერი არ შემეტყო ფიზიკურად, მაგრამ +2 კილო გავხდი ანუ 70 კილო, ეხლაც ამ წონზე ვარ.

დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების შემხვევაში ორგანიზმი დაცულია ე.წ. შლაკების, ქოლესტერინის თუ სახვა მავნე ნივთეერებების და ზედმტი წინის დაგროვებისგან. ასე, რომ იკვებეთ სწორად და ნურც ზედმეტი კვებით და ნურც შიმშილობით ზიანს ნუ მიაყენებთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.

18 საათიანი დიეტა, სულაც არ არიის შიმშილი, პირიქით მიირთმევ სასურველ საკვებს, არ ხარ მშიერი, თავს შეუძლოდ არ გრძნობ და რაც მთავარია დაკლებული კილოგრამები უკან არ გიბრუნდება.

“18 საათიანი შიმშილის დიეტა” ნიშნავს, რომ არ უნდა მიიღოთ არანაირი საკვები 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში, მაგალითად 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დარანჩენ მონაკვეთში, მხოლოდ წყალი, შუალედს მნიშვნელობა არ აქვს, შეგძლიათ შეარჩიოთ ისე როგორც თქვენს დღის განრიგს შეესაბამება, რამდენიც არ უნდა იყოს თქვენი წონა და რაც არუნდა ძნელად იკლებდეთ 3 თვის გამავლობაში აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი, რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს  :)

ასე, რომ ვისაც უკვე ჩემსავით მოგბეზრდათ შიმშილი და მოკლე დროში დაკლებული კილოგრამების მალევე ანაზღაურება, შემომიერთდით და ერთად დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები 

წარმატებები ყველას!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s