სხვა დიეტა

წინა პოსტში ბევრი ვწერე გრძელვადიან დიეტებზე სადაც ნელ-ნელა იკლებ ცოტას, ხოდა მეც აღმოვაჩინე დიეტა სადაც 14 დღეში იკლებ 5 კილოს, მაგრამ ეს არ არის შიმშილობა, ამიტომ მომწონს ეს დიეტა,მაინც ვერ მოვითმინე და ვერ დაველოდე 3 თვე. რომ 18 საათიანი დიეტით ნელა დამეკლო, მაგრამ ეს დიეტა თუ ბოლომდე მივიყვანე, იმას ისედაც გავაგრძელებ, სხვა რომ არაფერი შესანარჩუნებლად მაინც🙂 ეხლა კი განახებთ ჩემ დიეტას:

1 დღე – 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.

დღეს პირველი დღე მაქვს, ხოდა წავედი მწვანე ჩაი უნდა მივირთვა🙂

2 responses

    • ამ დიეტით პირველ ერთ კვირაში ვერაფერი ვერ დავიკელი :@ მერე მოვატოვე, ორგანიზმზეა ალბათ, შენ კარგად მიდიდხარ ასე გააგრძელე :* ეხლა ალორიებს ვითვლი და კმაყოფილი ვარ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s